

ტონალური 35+
ფასი - 70
MAKE-UP 35+ ტონალური საცხი ლიფტინგ-ეფექტით, 30 მლ
ინოვაციური ფორმულა სილიკონის ნაწილაკებით სახის მიმიკასთან შეთავსების საშუალებას იძლევა, რის წყალობითაც ტონალური ფუძე არ გროვდება ნაოჭებში, კანს აძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. ნაზი, მსუბუქი, საცხისებური კონსიტენცია თანაბრად ნაწილდება კანის ზედაპირზე, ანიჭებს მას ბუნებრივ ელფერს. შედეგი : მაკიაჟი იდეალური რჩება მთელი დღის განმავლობაში, სახე კი ბზინავს ახალგაზრდობითა და სილამაზით. აქტიური ინგრედიენტები ჰიალურონის მჟავა - თანამედროვე კოსმეტიკური პროდუქტების ერთ-ერთი მეტად ეფექტური კომპონენტი - საცხში წარმოდგენილია მიკროსკოპიული გარსის (სფეროს) სახით, რომელიც ეფექტურად ატენიანებს კანს, ქმნის გამასწორებელ ეფექტს და არედუცირებს ნაოჭებს. სილიკონის ნაწილაკების წყალობით, რომლებშიც პუდრაა მოთავსებული, ტონალური საცხი «MAKE-UP 35+» თანაბრად ნაწილდება კანის მთელ ზედაპირზე, არ გროვდება მიმიკურ ნაოჭებში, ფარავს მცირე ნაკლოვანებებს. გარდა ამისა, ტონალური საცხი ეგუება სახის ფერს და არ ხუთავს ფორებს, კანს აძლევს სუნთქვის საშუალებას. მყარი სილიკონის ბადე საცხის შემადგენლობაში უზრუნველყოფს კანზე მის მდგრადობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უნარჩუნებს ფერს. ტონალურ საცხში შემავალი მიკროსკოპიული ტიტანის მჟავა იცავს კანს UVB და UVA სხივების ზემოქმედებისგან. გამოყენების წესი აიღეთ საშუალების მცირე რაოდენობა სპონჟით ან გამოიყენეთ თითის წვერები. გასუფთავებულ, დატენიანებულ სახეზე დაიტანეთ ასეთი სქემით: სახის შიდა ნაწილიდან ნაპირისკენ. ამგვარად ტონი სწორად იქნება გადანაწილებული: მეტი სახის შუა ნაწილზე, სადაც უფრო ხშირადაა საჭირო რამის შენიღბვა, და მოტუშული თმის ხაზის ძირთან, სადაც შეუმჩნეველი იქნება. საშუალების გადასანაწილებლად შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ სპეციალური ფუნჯი.
1